Accentnews.ge
"უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს ამ სტატუსისთვის აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია"

"უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს ამ სტატუსისთვის აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია"

17/06/2022 11:48:36 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმიღება გულდასაწყვეტია, მაგრამ დასძინა, რომ საქართველოს უკრაინისა და თუნდაც მოლდოვისგან განსხვავებით ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. მისი თქმით, 14 და 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს ევროპელი პარტნიორებისთვის აქტუალობა უკვე დაკარგული აქვს.

"აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის ამ ეტაპზე გულდასაწყვეტია, მაგრამ გვესმის, რომ საქართველოს უკრაინისა და თუნდაც მოლდოვისგან განსხვავებით ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. გვესმის, რომ 14 და 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს და 300 000 დევნილს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, სამწუხაროდ, უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შემუშავებული პოზიტიური დასკვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ბევრად უფრო წინაა გატარებული რეფორმებით, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო.

ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს.

ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S