Accentnews.ge
"გარედან - სანქციები, შიგნიდან - მშვიდობიანი პროტესტი – ეს არის ჩვენი დღის წესრიგი"

"გარედან - სანქციები, შიგნიდან - მშვიდობიანი პროტესტი – ეს არის ჩვენი დღის წესრიგი"

17/06/2022 11:59:05 პოლიტიკა

"გარედან - სანქციები, შიგნიდან - მშვიდობიანი პროტესტი, – ეს არის ჩვენი დღის წესრიგი", ასე ეხმიანება „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ევროკომისიის დასკვნას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ჯერ არმონიჭების თაობაზე.

„სურათი ძალიან ნათელია: ევროპამ ქართველ ხალხს უთხრა: „შენ პერსპექტივა გაქვს, თუ დაუბრუნდები ევროპულ ფასეულობებს“, ხოლო ოლიგარქიულ რეჟიმს პერსპექტივა არ აქვს და უნდა მოხდეს ამ ქვეყნის დეოლიგარქიზაცია. ეს რეჟიმი უნდა წავიდეს! სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ – ამ რეჟიმით საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება! ჩვენ წლის ბოლომდე მოგვცეს დრო. ამ ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ რაც კი პრობლემებია – პოლიტიკური დევნა, გვარამიას დაჭერა, სააკაშვილის წამება, სასამართლოს, არჩევნების მიტაცება – ეს ყველაფერი მოგვარდება, როგორც კი ამ ყველაფრის თავი მოშორდება ამ პოლიტიკურ სისტემას. ახლა არჩევანი ჩვენზეა. „ოცნებამ“ ვერ მოახერხა, რომ ქართველი ხალხისთვის ბოლომდე დაეკეტათ [ევროკავშირის] კარი. მათ ყველაფერი ქნეს ამისთვის – შეურაცხყოფები, დაპირისპირება, ტყუილი, პროპაგანდა, თითქოს ვინმეს ომში ჩათრევა უნდა. რეკომენდაციებში მკაფიოდ წერია, რომ თუ დავუბრუნდებით იმ თამაშის წესებს, რაც ევროპაშია, ჩვენ ეს პერსპექტივა წლის ბოლომდე გვაქვს. ამიტომ ახლა მოქმედების დროა. მოქმედება, გარედან - სანქციები, შიგნიდან - მშვიდობიანი პროტესტი, – ეს არის ჩვენი დღის წესრიგი“,– განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, დღეს „მკაფიო ამოცანაა – ამ ოლიგარქიული რეჟიმის დანგრევა და ამას ორი რამ სჭირდება: 1) მხილება და სანქცირება ოლიგარქისა და მის ქვეშ მყოფი პატარა ოლიგარქების, მოსამართლეებისა და ა.შ.; 2) მშვიდობიანი პროტესტი“.

მისი თქმით, "დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე თავისთვის აკეთებს არჩევანს, შეეგუება მოცემულობას, თუ გააპროტესტებს მას".

ერთიანობის გამოხატვის კონტექსტში ხოშტარიამ 20 ივნისისთვის დაგეგმილი აქციის მნიშვნელობა აღნიშნა.

იხილეთ ასევე: პოლარიზაციის დასრულება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S