„საქართველო არჩევანის წინაშეა: გეოპოლიტიკური კატასტროფა ან დასავლეთი“
17/06/2022 12:10:54 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის“ გიორგი ვაშაძის შეფასებით, ამჟამად საქართველო დიდი არჩევანის წინაშე დგას –ან გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომლისკენაც მისი თქმით, მივყავართ „ქართულ ოცნებას“, ან ევროკავშირი და დასავლეთი.
„დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, რომ საბოლოოდ კარები არ დახურულიყო საქართველოსთვის. ჩვენ ვირჩევთ ან ოლიგარქს, ან დასავლეთს. ვირჩევთ ან რუსეთს, ან ევროპას და ამერიკას. ძალიან მარტივია და ცხადზე ცხადია ყველაფერი“,– განაცხადა ვაშაძემ ევროკომისიის დასკვნის შეფასებისას.
ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს შემთხვევაში კი კომისიის რეკომენდაციაა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.


