Accentnews.ge
"ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა რეფორმის ძალისხმევას, რომ ეს "ტრიოს" ევროპული მისწრაფებები რეალობად აქციოს"

"ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა რეფორმის ძალისხმევას, რომ ეს "ტრიოს" ევროპული მისწრაფებები რეალობად აქციოს"

17/06/2022 12:12:07 პოლიტიკა

"ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა რეფორმის ძალისხმევას, რომ ეს "ტრიოს" ევროპული მისწრაფებები რეალობად აქციოს", – ასე ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოსთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დღევანდელი შეფასებები არის მათი ევროპული მისწრაფებების შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

"უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის, ასევე ჩვენს საერთო კონტინენტზე მშვიდობისა და დემოკრატიისთვის ეს არის გადამწყვეტი მომენტი. დღევანდელი შეფასებები არის მათი ევროპული მისწრაფებების შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა რეფორმის ძალისხმევას, რომ ეს რეალობად აქციოს“, – წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში.

  • ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს.
  • ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S