Accentnews.ge
დიპლომატი, რომელმაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ათობით საათი გაატარა, სტატუსის თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაციებს ეხმიანება

დიპლომატი, რომელმაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ათობით საათი გაატარა, სტატუსის თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაციებს ეხმიანება

17/06/2022 13:04:02 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ათობით საათი გაატარა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაციებს ეხმიანება.

"ცოტა ხნის წინ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირში წევრობის განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს. დღეს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გასცა. საქართველოს საკითხი სტატუსთან დაკვაშირებით კი კიდევ ერთხელ შეფასდება მას შემდეგ, რაც ქვეყანა პრიორიტეტულ საკითხებს მოაგვარებს", – წერს შვედი დიპლომატი სოციალურ ქსელში.

  • 2021 წლის მარტში საქართველოს ორჯერ ეწვია მიშელის პირადი წარმომადგენელი, დიპლომატი კრისტიან დანიელსონი. მისი შეხვედრები ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან უშედეგოდ დასრულდა.

31 მარტს თბილისში კრისტიან დენიელსონმა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წევრებს წარუდგინა დოკუმენტი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ხედვის შესახებ, რომელიც გულისხმობდა სისტემური საარჩევნო რეფორმების განხორციელებას და მართლმსაჯულების სექტორში ცვლილებებს. ორივე მხარემ უარი თქვა ამ გეგმის ხელმოწერაზე და პასუხისმგებლობა დააკისრა ერთმანეთს.

ცნობისთვის: ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი საქართველოსგან, მათ შორის "შარლ მიშელის შეთანხმების" შესრულებას ითხოვს.

ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S