Accentnews.ge
ბესელია: "ასეთი ისტორიული შანსი დიდი ხანი ალბათ, არ გვექნება"

ბესელია: "ასეთი ისტორიული შანსი დიდი ხანი ალბათ, არ გვექნება"

17/06/2022 13:24:35 პოლიტიკა

პოლიტიკოსი ეკა ბესელია ევროკომისიის რეკომენდაციაზე მმართველი პარტიის განცხადებას ეხმიანება და შიშობს, რომ “ქართული ოცნებისა” და ირაკლი კობახიძის როტორიკა “იმ პერსპექტივასაც დაგვაკარგინებს, რისი თეორიული შანსიც რჩება”.

“საუბარია აწმყოზე, ხოლო, ის რაც წარსულში იყო და იყო ძალიან ცუდი, დარჩა წარსულში. თუ კიდევ ნარჩენები დარჩა, მოიხედოს და გვერდით უდგას ყველა, ვისაც ებრძვის”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ევროკომისიის დასკვნას, ბესელია ამბობს, რომ მსი შინაარსზე სწორედ რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი:

“ჩვენ ასეთი ისტორიული შანსი დიდი ხანი ალბათ არ გვექნება. გულდაწყვეტილი ვარ. პერსპექტივა - ხალხს და ქვეყანას, ხოლო დაკარგულ შანსზე, რომ არ ვართ იმ ორი ქვეყნის გვერდით იმავე სტატუსით - სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ვერ გაიაზრეს და კიდევ ისმის რიტორიკა - ფარდას ავხდით და ა.შ. ეს იგივე გზის გაგრძელებაა, რა გზამაც დაგვაკარგინა შანსი, რომ სტატუსი მიგვეღო. საქართველოს რომ პერსპექტივა აქვს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების, ეს ნამდვილად არაა არც კობახიძის და არც მთავრობის დამსახურება. ნაკლებად მგონია, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს შემთხვევაში კი კომისიის რეკომენდაციაა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.

იხილეთ ასევე: "დეოლიგარქიზაცია", ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S