Accentnews.ge
სამადაშვილი: "საქართველოს ხელისუფლება დღეს ტყუილებშია მხილებული"

სამადაშვილი: "საქართველოს ხელისუფლება დღეს ტყუილებშია მხილებული"

17/06/2022 13:49:22 პოლიტიკა

„ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ტყუილებშია მხილებული.

„მინდა, ვამხილო „ქართული ოცნება“ უსინდისო ტყუილებში, რომელსაც ისინი საზოგადოებას უკვე არაერთი კვირაა სთავაზობენ: პირველი ტყუილი იყო, თითქოს ოპოზიცია ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებაში. თქვენ თუ ნახავთ დღეს, რას სთხოვს ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ვნახავთ, რომ ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ბრიუსელში დაბრუნების დღიდან, - დაბრუნდით მიშელის შეთანხმებაში, სასამართლო რეფორმის მიმართულებით, გადადგით შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მიეცეს რაიმე შანსი. „ქართული ოცნება“ რეალურად არის მხილებული. მინდა, რომ საზოგადოებას ესმოდეს, „ქართული ოცნება“, ბრიუსელში და ევროკავშირში დღეს ითვლება, რომ არ იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას. ევროპულ პერსპექტივას იმსახურებს ქართველი ხალხი და მათ შორის ჩვენი, ოპოზიციის ძალიან დიდი ძალისხმევის და კონკრეტულად, „ლელოს“ დამსახურებით“, - განაცხადა ბრიფინგზე სალომე სამადაშვილმა.

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს შემთხვევაში კი კომისიის რეკომენდაციაა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.

იხილეთ ასევე: "დეოლიგარქიზაცია", ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S