ზურაბიშვილი – ხელისუფლებაზე: "თუ ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო 1 წელი, პასუხს საზოგადოებისგან მიიღებს“
17/06/2022 15:08:45 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ დარჩენილი ექვსი თვე ისე, როგორც ბოლო 1 წელი, ხელისუფლება „პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან“. საუბარია ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღზე. კერძოდ, კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი წლის ბოლოსთვის უნდა შეფასდეს, რის შემდეგაც კომისია დაუბრუნდება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუტის მინიჭების საკითხს.
„ქვეყნის ბედია სასწორზე... სხვებმა ძალიან მკაფიოდ გითხრეს, რა არის გასაკეთებელი, ჩემი სათქმელი რაღა იყო?! ახლა რომ გვითხრეს და ქაღალდზე რომ წერია, აბა, რაღა ვქნათ? და გვაძლევენ პირობითად 2022 წლის ბოლომდე [დროს], რომ გამოვასწოროთ, რაც გამოსასწორებელია, თუკი ნამდვილად გვინდა კანდიდატობა. და გვინდა ხომ? ვიცით, რომ 85%-ს [მოსახლეობის] უნდა და გავაკეთოთ. და ეს პასუხისმგებლობა არის ათმაგად, თუ არა ასმაგად, ხელისუფლებაზე. 6 თვე აქვთ და 6 თვის ბოლოს თუ კიდევ ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო 1 წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან“,– განაცხადა პრეზიდენტმა.
ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს შემთხვევაში კი კომისიის რეკომენდაციაა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.
იხილეთ ასევე: "დეოლიგარქიზაცია", ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის


