Accentnews.ge
პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის

პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის

17/06/2022 15:31:04 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ევროკავშირისგან კანდიდატობის სტატუსის მისაღებად დაყენებული პირობების 2022 წლის ბოლომდე შესასრულებლად შეიქმნება ჯგუფი რეფორმებისთვის, რომელსაც სათავეში კონსტრუქციული ოპოზიცია ჩაუდგება.

„შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იქნება მიძღვნილი სწორედ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა მივიყვანოთ წარმატებულად 2022 წლის ბოლომდე. მგონია, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია რომ იყოს ამ სამუშაო ჯგუფის სათავეში, ეს იქნება ძალიან მაგარი გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის.

მე რომ ვიყო მმართველ გუნდსა და მთავრობაში, დღეს კომენტარები უნდა მოდიოდეს მთავრობისგან და არა პარტიისგან. თუ ასეთი რამე შეიქმნა, ეს იქნება პოლიტიკურად ყველაზე სწორი გზა, რადგან გადანაწილებული იქნება პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს შემთხვევაში კი კომისიის რეკომენდაციაა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.

იხილეთ ასევე: "დეოლიგარქიზაცია", ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S