სააკაშვილი: "ახლა ოლიგარქიამ შექმნა ზუსტად ის სიტუაცია, რაც იანუკოვიჩმა 2013 წელს - ორივე ხელისუფლების უკან პუტინის ყურები მოჩანს"
17/06/2022 15:34:42 პოლიტიკა
ახლა ოლიგარქიამ შექმნა ზუსტად ის სიტუაცია, რაც იანუკოვიჩმა 2013 წელს. ორივე ხელისუფლების უკან მოჩანს პუტინის ყურები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დღეს უნდა დავამტკიცოთ, ვართ თავისუფლების ღირსი თუ გავქრებით მსოფლიოს რუკიდან როგორც სახელმწიფო.
„ვისაც ჯერ კიდევ ხელისუფლების კეთილგონივრულობის იმედი აქვს, ღრმა შეცდომაშია შესული. და კიდევ ერთი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-ში ბევრნი ვიყოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ერთჯერადი გამოსვლით საბოლოო გამარჯვება არ მოიპოვება. დეოლიგარქიზაციისათვის საზოგადოების განგრძობადი აქტიურობაა აუცილებელი",- წერს მიხეილ სააკაშვილი.
ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს შემთხვევაში კი კომისიის რეკომენდაციაა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.
იხილეთ ასევე: "დეოლიგარქიზაცია", ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის


