Accentnews.ge
"საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ეს გზავნილი სერიოზულად უნდა იქნას აღქმული"

"საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ეს გზავნილი სერიოზულად უნდა იქნას აღქმული"

17/06/2022 15:42:48 პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბრიგინგზე გამოეხმაურა ევროკომისიის დასკვნას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველომ მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, რაც „არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას აღქმული“ და რომ ეს „საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია“.

"როცა ვუყურებთ შედებს, უნდა ითქვას, რომ საქართველომ მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო. ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტი უნდა იყოს". - აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, "მართალია, დღეს ისტორიული დღეა, რადგან ევროკავშირმა თანხმობა უთხრა საქართველოს, მაგრამ ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია ის წუხილები, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელია ქვეყნის დასავლური კურსისთვის".

"ახლა მნიშვნელოვანია, საქართველომ აჩვენოს ნება რეფორმებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება, მათ შორის, ოპოზიციაც. ევროკავშირის გაფართოების პრაქტიკა აჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში, ბურთი თოთოეული ქვეყნის მოედანზეა. თქვენი ბედი საბოლოოდ თქვენს ხელშია",– დასძინა ელჩმა.

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს შემთხვევაში კი კომისიის რეკომენდაციაა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.

იხილეთ ასევე: "დეოლიგარქიზაცია", ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S