Accentnews.ge
მელია: „ხალხის ფაქტორი იქნება ამოქმედებული“

მელია: „ხალხის ფაქტორი იქნება ამოქმედებული“

17/06/2022 15:56:14 პოლიტიკა

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, ევროპელმა პარტნიორებმა ქართველ ხალხს უთხრეს, რომ კარის ფართოდ გასაღებად მზად არიან, თუ ამის შესაძლებლობას თავად ქართველები მისცემენ. ამდენად, მისივე თქმით, „ხალხის ფაქტორი იქნება ამოქმედებული".

"მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა: დეოლიგარქიზაცია მოხდება? - გავისაუბროთ; მოგვიკაკუნეთ - და ჩვენი კარები კვლავ ღიაა; მაგრამ ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები და არც მალავენ? - კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ“, – განაცხადა მელიამ.

თუმცა, მისივე შეფასებით, "ამ ხელისუფლებას რეფორმების გატარების რესურსი არ აქვს".

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს შემთხვევაში კი კომისიის რეკომენდაციაა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.

იხილეთ ასევე: "დეოლიგარქიზაცია", ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S