რას კარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით

18-06-2022 16:09:21 საზოგადოება

როგორც ცნობილია, 17 ივნისს გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთელ რიგ პირობებს უყენებს. მართალია, შემდეგი გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, თუმცა არის მოლოდინი, რომ გათვალისწინებული იქნება კომისიის დასკვნის სულისკვეთება. დასკვნის გამოქვეყნებამდე და მას შემდეგაც, მმართვლი გუნდი ცდილობდა და ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ სტატუსი ქვეყანას დამატებით ბენეფიტებს არ აძლებს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი, ლექტორი ბიძინა ლებანიძე კი პუნქტობრივად განმარტავს, რას კარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებით.

  • დაახლოებით ერთი მილიარდი ევრო გარანტირებული “უფასო” ფული;
  • მილიარდობით პირდაპირი ინვესტიცია;
  • ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების (5-8 წელი) ცხოვრებაში ერთხელ რომ გეძლევა, ისეთი შანსი;
  • ევროკავშირის 27 ქვეყანაში ლეგალურად დასაქმების პერსპექტივა (გაწევრიანების პროცესის დასრულების შემდეგ);
  • 7-10 მილიარდი ევრო “უფასო” ფული ყოველ საბიუჯეტო პერიოდში;
  • ევროკავშირის უსაფრთხოების ქოლგა (ნატოს მეხუთე მუხლი = EU-ს 42-ე მუხლი);
  • 2%იანი საბანკო სესხები;
  • ადგილი და ვეტოს უფლება ევროკავშირის გადაწყვეტილების მაგიდასთან;
  • და რაც მთავარია, ევროპული კანონმდებლობა და რეგულაციები, რომელიც გინდა თუ არა, გაიძულებს, რომ გქონდეს:
    • სუფთა ჰაერი,
    • დაცული ბუნება,
    • მოწესრიგებული ურბანული პოლიტიკა,
    • ჯანმრთელი საკვები,
    • დაცული პირადი სფერო,
    • უფასო როუმინგი,
    • დაცული საზღვრები და მიგრაციის მკაცრი კონტროლი,
    • სოციალური თანასწორობა,
    • მონოპოლიებისგან თავისუფალი ბაზარი,
    • ხელმისაწვდომი განათლება და კიდევ 1001 რამ.

"იმედია ეს ჩაფლავება დროებითია, და ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ არსებობს ორი მნიშვნელოვანი რისკი: არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიკური სპექტრი ევროკავშირის წამოყენებულ წინაპირობებს შეასრულებს, თან დროის ასე მცირე მონაკვეთში [წლის ბოლოდე– რედ]. ევროკავშირის გაფართოება (მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭება) არის ღრმად პოლიტიკური საკითხი. ახლა იყო ამის კარგი შანსი, რუსეთ-უკრაინის ომის გამო. 6 თვის და 1 წლის შემდეგ, ევროპელები რა ხასიათზე იქნებიან და რომელ ფეხზე გაიღვიძებენ, კაცმა არ იცის, შეიძლება, საერთოდ აღარ დაუბრუნდნენ ამ საკითხს წლების მანძილზე (ნატო–ს მაგალითი სახეზე გვაქვს)",– წუხს ლებანიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები