საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა
18/06/2022 12:15:20 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა.
ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
"20-21 ივნისს, ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.
28-30 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მადრიდის სამიტს დაესწრება"- ნათქვამია ინფორმაციაში.


