ღარიბაშვილი: „ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის“
20/06/2022 07:26:18 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას, ავანსი უწოდა:
„მოლდოვას და უკრაინას აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი აქვთ პერსპექტივასთან დაკავშირებით. რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც ომშია. და მოლდოვასთთვის, რომელიც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. მაგრამ მათაც მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას. ჩვენს შემთხვევში არის პირიქით – ჯერ უნდა შევასრულოთ პირობები, რეფორმები უნდა განვახორციელოთ და, რა თქმა უნდა, საქარველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი. გვემსის, რომ უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია: ტერიტორიების 20% უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. მოლდოვაც მძიმე მდგომარეობაშია. თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით, ერთ–ერთი პირველი მოლდოვაა, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოეა, დევნილების დიდი ნაკადი იყო და როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების რისკები გაეზარდა მოლდოვას. გახსოვთ, რომ წინა კვირას ჩვენი ევრიპელი კოლეგები მეუბნებოდნენ და მეც ღიად ვქვი, რომ უკრაინას აძლევდნენ ამ სტატუსს, რადგან ომშია. ნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპელი კოლეგები საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა ომშია. ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის. მივულოცოთ ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს წარმატება. მინდა, მათ მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება ვუსურვო“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს, მან პერსპექტივის მინიჭებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ეროკავშირის საბჭო რეკომენდაციებს დაამტკიცებს, მაშინვე „დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან“.
„ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“,– განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, თუმცა არ უხსენებია დეოლიგარქიზაცია, რომელიც ასევეა ჩადებული ევროკომისიის რეკომენდაციებში ერთ–ერთ პირობად.


