Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა

20/06/2022 10:03:06 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს გაემგზავრა.

„დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიაზე.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე“,- აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S