Accentnews.ge
"ხანდახან მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს ხელისუფლება, თვალი უნდა დახუჭო"

"ხანდახან მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს ხელისუფლება, თვალი უნდა დახუჭო"

20/06/2022 11:24:39 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხანდახან დგება მომენტები, როდესაც ხელისუფლება მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს, თვალი უნდა დახუჭო.

მისი თქმით, მაშინ, როცა ევროკომისიის რეკომენდაციებში ერთადერთი პუნქტი, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარებას ეხება, მინიმუმ, ნახევრად ოპოზიციაზეა დამოკიდებული, რაც პირველი წუთებიდან ირღვევა.

„როდესაც ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა – ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ მართლაც ისტორიულ პროცესში, ხომ არ არსებობს. იმიტომ, რომ შენ ასე ალაგებ 10 წელია, რომ ვიღაცას აბრალებ პრორუსულობას და ახლა არ გინდა აქედან გადაუხვიო, ამით ხომ შენს ქვეყანას აზიანებ?! ხანდახან ხომ დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, მოგონილზე კი არ მაქვს საუბარი, მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო რაღაც მომენტში. თეორიულ დაშვებას ვაკეთებ, არათუ სიმართლეზე და ობიექტურ გარემოებებზე, არამედ მოგონილ ამბებზე აგებენ ისეთ ნარატივს, რომელიც ცალსახად, უტყუარად და უდავოდ დამაზიანებელია ამ ქვეყნისათვის და მისი ევროპული პერსპექტივისათვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S