Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს 22 ივნისს წარუდგენს

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს 22 ივნისს წარუდგენს

20/06/2022 12:05:11 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე 22 ივნისის პლენარულ სხდომაზე წარდგება. ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს გააცნობს, რის შემდეგაც დასმულ კითხვებს უპასუხებს. ამის შემდეგ კი გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები და გაიმართება პოლიტიკური დებატები.

რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს პირველ ივნისს წარუდგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S