Accentnews.ge
გოშევსკა: "ამ ყველაფერში დამნაშავე ივანიშვილია, დავიწყოთ მის მიმართ სანქციები"

გოშევსკა: "ამ ყველაფერში დამნაშავე ივანიშვილია, დავიწყოთ მის მიმართ სანქციები"

21/06/2022 07:09:13 პოლიტიკა

პოლონეთის სეიმის ვიცე–სპიკერი მარლგოჟატა გოშევსკა გუშინ თბილისში, პარლამენტთან გამართულ ფართომასშტაბიან აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს აქცია ქართველი ხალხის ევროპული იდენტობის საუკეთესო დასტური იყო.

„ახლა ევროკავშირის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების დროა. დიახ, ჩვენ არ მოგვწონს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციის მიმართ. დიახ, არ განხორციელებულა ყველა მოსალოდნელი რეფორმა. დიახ, ქვეყანა ოლიგარქიულია. დიახ, ჩვენ არ მოგვწონს მტკიცე პოზიციის ნაკლებობა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე. მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ეხება ქართულ საზოგადოებას, რადგან საზოგადოება ამ ქმედებების მსხვერპლია. ეს საქართველოს ხელისუფლებასაც კი არ ეხება, რადგან ის არ მართავს. ამ ყველაფერში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია და ის უნდა დაისაჯოს! როგორ? დავიწყოთ, მის მიმართ მკაცრი სანქციები", – წერს მარლგოჟატა გოშევსკა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველი გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.

დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.

მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S