Accentnews.ge
დავითულიანი: "დეოლიგარქიზაციის კანონზე ვიმუშავებთ, ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და ამ ჩარჩოებში არ ჩაჯდება"

დავითულიანი: "დეოლიგარქიზაციის კანონზე ვიმუშავებთ, ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და ამ ჩარჩოებში არ ჩაჯდება"

21/06/2022 07:17:55 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი დეოლიგარქიზაციის კანონზე იმუშავებს, თუმცა იქვე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და ის ხსენებული კანონის „ჩარჩოებში არ ჩაჯდება“.

მისივე თქმით, „კანონი იქნება ზოგადი, შექმნის ჩარჩოებს და კრიტერიუმებს და ვინც ჩაჯდება ამ ჩარჩოებში, მას შეეხება“

"დეოლიგარქიზაცია არის ძალიან ზოგადი ტერმინი. თუმცა, მაგალითად, უკრაინას აქვს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაახლოებით, 100 მილიონ დოლარზე მეტს ფლობს, აფინანსებს პოლიტიკურ ჯგუფებს ან რაიმე გზით ზეგავლენას ახდენს ამ პოლიტიკურ ჯგუფებზე ძირითადად ფინანსური წყაროებით, აქვს მედია ან მონოპოლია ბაზრის რომელიმე სეგმენტზე - ამ 4 კრიტერიუმით განისაზღვრება ვის ჰქვია ოლიგარქი და მას გარკვეული შეზღუდვები უწესდება. ამ კანონზე გვიწერია მოთხოვნებში, ვიმუშავებთ და ვის შეეხება და ვის არა, ვნახავთ. კანონში ერთი ადამიანის სახელი და გვარი არ იწერება, ეს ერთი, მეორე - ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი არ არსებობს, მესამე - კანონი იქნება ზოგადი, შექმნის ჩარჩოებს და კრიტერიუმებს და ვინც ჩაჯდება ამ ჩარჩოებში მას შეეხება, სახელს და გვარს კანონთან შეხება არ აქვს, ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და ამიტომ ჩემი აზრით, არ ჩაჯდება, არც ბაზარის რომელიმე სეგმენტზე უჭირავს დომინანტური წილი, არც ვინმეს აფინანსებს და ა.შ,"- ირწმუნება დავითულიანი.

დეოლიგარქიზაცია ერთ–ერთი წინაპირობაა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს უყენებს იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ცნობისთვის: 17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა – პირობებით. რაც შეეხება საქართველოს, კანდიდატის სტატუსი ჯერ არ იქნება, თუმცა იქნება პირობები, რომელთა წარმატებით შესრულების შემდეგაც, ევროკომისია მოუბრუნდება საქართველოს საკითხს.

სამივე ქვეყნის პროგრესს ევროკომისია 2022 წლის ბოლოს შეაფასებს. სამ ქვეყანას შორის ყველაზე მეტი მოთხოვნას ევროკომისია საქართველოს უწესებს.

იხილეთ ასევე: რასა იუკნევიჩიენე: "ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია! ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S