Accentnews.ge
"გუშინდელი სახალხო შეკრება იყო იმის მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არჩეული აქვს ევროპის გზა, რომელსაც არ გადაუხვევს"

"გუშინდელი სახალხო შეკრება იყო იმის მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არჩეული აქვს ევროპის გზა, რომელსაც არ გადაუხვევს"

21/06/2022 08:22:10 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ "გუშინდელი სახალხო შეკრება იყო იმის მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არჩეული აქვს ევროპის გზა, რომელსაც არ გადაუხვევს".

"გუშინდელი სახალხო შეკრება იყო იმის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არჩეული აქვს ეს გზა, ევროპის გზა და ამ გზიდან არ გადაუხვევს. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენლობას, იყო, ალბათ, რაღაც ნაწილი აქ, პოლიტიკური ნაწილი, რომელიც უმცირესი იყო, დომინანტი იყო საზოგადოების გულწრფელი სურვილი, რომ გამოეხატა, კიდევ ერთხელ დაედასტურებინა თავისი ევროპული არჩევანი", – აცხადებს სერგეენკო.

ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.

დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.

მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S