Accentnews.ge
"ბევრად მეტნი ვართ, ვისაც ევროკავშირში შესვლაც და ივანიშვილის დაცვაც გვსურს"

"ბევრად მეტნი ვართ, ვისაც ევროკავშირში შესვლაც და ივანიშვილის დაცვაც გვსურს"

21/06/2022 09:04:41 პოლიტიკა

“ბევრად მეტნი ვართ, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანებაც გვინდა და ამავე დროს გვსურს, დავიცვათ საქართველოს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი მიხეილ ყაველაშვილი გუშინდელ აქციას.

მისი თქმით, მიტინგზე მისული ყველა ადამიანი ენმ–ის მხარდამჭერი არ ყოფილა.

"გუშინ აქციის ორგანიზება იყო “სირცხვილიასი”, რომელიც ენმ-ის და რადიკალური ოპიზიციის ფრთაა. ეს არის პროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ კიდეც – ეს ცნობილი აკერმანის ჯგუფი, რომელმაც ეს პროცესი დაგეგმა იმისათვის, რომ ბოლოს რაც გააჟღერა ბატონმა შოთა გაგარინმა თუ დიღმელაშვილმა, მათი მთავარი მოტივი არის ეს. იქ მისული საზოგადოება, რა თქმა უნდა, ყველა არ იყო ენმ-ის და რადიკალური ოპოზიციის მომხრე. იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც დიდი სურვილი აქვს ევროპაში ინტეგრაციის. აქ კითხვა მებადება ერთი – ოფიციალურად დადასტურებული გვავქვს, რომ მოსახლეობის 85% მომხრეა ევროკავშირში გაწევრიანების და ხელუსუფლება ეწინააღმდგება ამას? დამისახელეთ 1 ფაქტი, როცა “ოცნება” ამას ეწინააღმდეგებოდა”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.

დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.

მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S