Accentnews.ge
"თუ ხელისუფლება ბრმა და ყრუ არ არის, უნდა დაინახოს და გაითვალისწინოს, რაც გუშინ რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ხალხმა თქვა"

"თუ ხელისუფლება ბრმა და ყრუ არ არის, უნდა დაინახოს და გაითვალისწინოს, რაც გუშინ რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ხალხმა თქვა"

21/06/2022 09:14:13 პოლიტიკა

"თუ ხელისუფლება ბრმა და ყრუ არ არის, უნდა დაინახოს და გაითვალისწინოს, რაც გუშინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ხალხმა თქვა", - ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელ აქცია სრულიად განსხვავებული იყო.

„გუშინ საქართველოს მომავალი ვნახეთ, რადგან ქუჩაში იყო გამოსული არა მხოლოდ ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი, არამედ საქართველოს ევროპული სტანდარტის მოქალაქეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი საღამო დავდიოდი, უამრავ ადამიანს ვესაუბრე და დავინახე მტკიცე და პრინციპული განწყობა იმის, რომ ჩვენს ქვეყანას თავად უნდა ვუპატრონოთ და გზაზე უნდა დავაყენოთ. ახლა პოლიტიკოსებმა უნდა გავიაზროთ, რომ ვინც იყო შეკრებილი, ეს არ არის ოპოზიციის რესურსი, ეს არის სახელმწიფოს, ერის და ქვეყნის რესურსი. ბევრი ადამიანი აქციაზე მოსვლისგან თავს იკავებს, მაგრამ მათ მივმართავ: გავთავისუფლდეთ კომპლექსებისგან! ევროპაში ერთად გველოდებიან, ცალ-ცალკე არავინ მიგვიღებს. ამიტომ გვეუბნებიან, ერთად გააკეთეთ რაც გასაკეთებელიო. ესაა მთავარი გზავნილი, დანარჩენი ვინ ვის შეხვდება და სად რა პროტესტი იქნება, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დეტალები. მთავარია, ხალხის და ევროპის გზავნილი გავიგოთ. შანსს ვიტოვებთ, რომ იქნებ 24 ივნისს შევძლოთ, რომ სხვა ეტაპზე გადავიდეთ. ცხადია, მაშინ სხვა ამოცანები იქნება. მგონი, ორ-სამ დღეში უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გეზს და რა გზას ვირჩევთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.

დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.

მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S