Accentnews.ge
"რამდენ აქციაზე ვყოფილვარ, ასეთი სულისკვეთება იშვიათად მინახავს"

"რამდენ აქციაზე ვყოფილვარ, ასეთი სულისკვეთება იშვიათად მინახავს"

21/06/2022 09:18:42 პოლიტიკა

"მოქალაქეების" წევრი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გუშინდელ აქციას ეხმიენაბა და აცხადებს, რომ "ყველა ითხოვდა, რომ საქართველო აღარ იყოს სიბნელის ნაწილი".

"რამდენ მიტინგზე აღარ ვყოფილვარ და რამდენ აქციაზე და ასეთი სულისკვეთება და ასეთი ცოდნა და გასიგრძეგანება იმის, თუ რატომ იდგა თითოეული მოქალაქე იქ, იშვიათად მინახავს. ყველამ იცოდა და ყველა ითხოვდა, რომ საქართველო აღარ იყოს სიბნელის ნაწილი, აღარ იყოს რუსეთის ნაწილი და როგორც თვითონ რუსები გვეძახიან, რუსეთის უკანა ეზო და იყოს არამხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ პოლიტიკურადაც ევროპის ნაწილი და რომ ასრულდეს ჩვენი წინაპრების ნატვრა და ჩვენ ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი", – აცხადებს ელისაშვილი.

ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.

დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.

მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S