ზილფიმიანი გვარამიას გათავისუფლებას რეკომენდაციას უწევს
21/06/2022 09:23:52 პოლიტიკა
ოპოზიციის წევრი დეპუტატი დავით ზილფიმიანი "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლებას რეკომენდაციას უწევს.
პლენარულ სხდომაზე მან განცხადება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გააკეთა:
"პრეზიდენტს ხომ უკეთესად აქვს პულსზე ხელი დადებული და ხედავს, რისი გაკეთებაა საჭირო და რისი - არა. აი, მაგალითად იგივე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. მე ერთი დეპუტატი დავით ზილფიმიანი რეკომენდაციას ვუწევ გათავისუფლებას. რატომ? იმიტომ, რომ არ სჭირდება ამას შესვლა ავ-კარგობაზე ჩვენი სასამართლო სისტემის. ეს არ მოიგულისხმება კანონით, უბრალოდ შეგიძლია, შეიწყალო და მორჩა. დამატებით გვინდა რაღაც გამართლება ამის? დიახ, ბევრ ოპოზიცონერზე უფრო გონიერი და უფრო ინტელექტია, თუ ეს უბრალოდ დამატებისთვისაა საჭირო. რატომ მიგვყავს აქამდე საქმე, თუკი გრძნობ, რომ შველა შეიძლება?".
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.


