Accentnews.ge
კრამონი: "საქართველო ევროპაა, ხალხს აქვს ძალა, ქვეყნის მომავალი განსაზღვროს"

კრამონი: "საქართველო ევროპაა, ხალხს აქვს ძალა, ქვეყნის მომავალი განსაზღვროს"

21/06/2022 09:32:03 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გუშინდელ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

"საქართველო ევროპაა, რადგან ქართველი ხალხი ამბობს ამას. ეს არის ერი ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებითა და ევროპული მომავლით. არც ერთ პოლიტიკურ თუ გარე ძალას ამის შეცვლა არ შეუძლია", – აცხადებს კრამონი.

მისი თქმით, კარი ევროკავშირში ფართოდ ღიაა და ხალხს აქვს ძალა, ქვეყნის მომავალი განსაზღვროს.

ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.

დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.

მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S