Accentnews.ge
სამგორის გამგებელი: "ს*რი სულხან-საბას ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს"

სამგორის გამგებელი: "ს*რი სულხან-საბას ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს"

21/06/2022 12:39:19 პოლიტიკა

სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე აცხადებს, რომ სიტყვა "სირი" სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს და ეს სიტყვა გამოიყენა არა შეუარცხყოფის, არამედ ამ მნიშვნელობით.

ტელეკომპანია „მთავართან“ საუბარში სამხარაძე ამბობს, რომ სტატუსი პირადი გვერდზე დაწერა და ეს არ აღნიშნავს მის „საზოგადოებრივ და არც პოლიტიკურ აზრს“ – „ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე“.

„ჩემი ჯგუფი არის დახურული, ვინ გახსნა, როგორ გახსნა, არ ვიცი. და ის სიტყვა, რომელზეც აჟიოტაჟი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტება ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები“, – ამბობს გამგებელი და ამატებს, რომ „ეგ [სიტყვა] ნიშნავს ჩიტს.

„და უგზო-უკვლოდ მოფრინავ ჩიტს… ჩვენ მეგობრებში გვაქვს ეგეთი ლექსიკა და ეგეთი საუბარი“, – დასძინა გამგებელმა.

სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს აგინა, შემდეგ კი "ფეისბუკ–პოსტი" წაშალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S