Accentnews.ge
"ტყუილმა საზოგადოება რომ არ მოწამლოს, დროულად უნდა იყოს მხილებული"

"ტყუილმა საზოგადოება რომ არ მოწამლოს, დროულად უნდა იყოს მხილებული"

21/06/2022 13:29:51 პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში” რეინკარნირებული საბჭოთა ბოლშევიკები კი ჟან-მონეობას,რობერტ შუმანობას და საერთოდ პანევროპული მოძრაობის დაარსებასაც კი იბრალებენ".

"ეს არის პროპაგანდა, რომელიც მხოლოდ არაკეთილმოსურნეს აძლევს ხელს. ტყუილმა საზოგადოება რომ არ მოწამლოს დროულად უნდა იყოს მხილებული. საბჭოთა პროპაგანდას გასაქანი აღარ აქვს. ჩვენი მომავალი ევროპაშია", - წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, "ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯების კუთხით აშკარა უპირატესობა „ქართული ოცნების“ მხარესაა, გამოწვევები არსებობს და მუშაობის შედეგად დაიძლევა".

„პროპაგანდისტული ლოზუნგების მომაბეზრებელი ურითმო და დამღლელი ჟღერადობის საპასუხოდ არ იქნება ურიგო, დაისვას კითხვები, რომლებზე პასუხიც ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას მარტივად გაარკვიონ თუ ვინ რა გააკეთა ქვეყნის ევროპული კურსისთვის,” – წერს იუსტიციის მინისტრი.

ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" 20 ივნისს 20:00სთ–ზე დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა.

დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა, სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

რაც შეეხება დემონსტრანტების რაოდენობას, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 60 000–დან 120 000მდე იყო.

მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქციის ორგანიზატორია, აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. "სირცხვილიას" ცნობით, მოძრაობის მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა იქნება.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია 24 ივნისს მას შემდეგ გაიმართება, რაც ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

დემინსტრანტებმა აქციის დასასრულს ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S