გონჩარენკო – ევროკავშირს: "მიანიჭეთ სტატუსი საქართველოსაც"
21/06/2022 14:08:43 პოლიტიკა
უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
უკრაინელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს და არ დაუშვსნ, რომ "ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის ტყვეობაში დარჩეს":
„კვირის ბოლოს ევროკავშირის სამიტი გაიმართება. გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი მოლდოვას. დიახ, საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ გთხოვთ, ნუ მისცემთ უფლებას, ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს. ძვირფასო ძმებო, უნდა დაგიჭიროთ მხარი და ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი ევროპაში უნდა იყოს. მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც", – განაცხადა გონჩარენკომ.


