Accentnews.ge
პარლამენტში ღარიბაშვილი ანგარიშს წარადგენს, შენობაში შესვლა იზღუდება

პარლამენტში ღარიბაშვილი ანგარიშს წარადგენს, შენობაში შესვლა იზღუდება

22/06/2022 07:19:19 პოლიტიკა

22 ივნისს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტში შესვლა შეიზღუდება,– ამის შესახებ განცხადებას პარლამენტი ავრცელებს.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრება პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას უკავშირდება: ღარიბაშვილი დღეს პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

„22 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S