Accentnews.ge
მედია – Credit Suisse-ს ბანკირის თაღლითური სქემით ივანიშვილმა 607 მლნ დოლარი დაკარგა

მედია – Credit Suisse-ს ბანკირის თაღლითური სქემით ივანიშვილმა 607 მლნ დოლარი დაკარგა

22/06/2022 10:21:04 პოლიტიკა

Credit Suisse Group-მა საქართველოს ექს–პრემიერ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დავაში 607 მილიონი დოლარი წააგო მისი ყოფილი ბანკირის თალითობის საქმეზე. აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალი კიდევ ერთხელ დაითვალეს, – იუწყება Bloomberg.

ბერმუდის უზენაესი სასამართლოს უფროსი მოსამართლის ნაინდერ ჰარგუნის გადაწყვეტილებით, ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალი ახლა 607 მლნ დოლარით განისაზღვრა.

ჰარგუნმა მარტში ივანიშვილის ზარალი 553 მილიონი დოლარით შეაფასა, მაგრამ დაავალა მხარეებს, რომ ის უფრო ზუსტად განესაზღვრათ.

ჰარგუნის ბოლო გადაწყვეტილება ბანკმა არ გააპროტესტა, ისინი დაეთანხმნენ ზარალის შეფასებას. მხარეებს შორის უთანხმოება თანხის გადახდის მეთოდებზე დარჩა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S