Accentnews.ge
კობახიძე – თანამდებობიდან პრემიერის შესაძლო გადადგომაზე: "ოპოზიციის ოცნებაა, რომელსაც ახდენა არ უწერია"

კობახიძე – თანამდებობიდან პრემიერის შესაძლო გადადგომაზე: "ოპოზიციის ოცნებაა, რომელსაც ახდენა არ უწერია"

22/06/2022 10:35:09 პოლიტიკა

"ეს არის ოპოზიციის ოცნება, რომელსაც ახდენა არ უწერია", – ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ.

მისი თქმით, იგი ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა დატოვოს "პოსტი" პრემიერმა.

"ეს არის სრულიად აბსურდული შეკითხვა და იმ ადამიანების ოცნება, როლებიც რაღაც გეგმებს სახავდნენ ბაკურიანში. იცით, რომ ეს გეგმები 24 ივნისს, აქციაზე გამომზეურდება. ეს არის მათი ოცნება, რომელსაც ახდენა არ უწერია. [...] რისთვის [უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი] იმისთვის, რომ საქართველო ყველა პარამეტრით პირველ ადგილზეა „ტრიოში?“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის: ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S