პრემიერის გამოსვლა პარლამენტში ხმაურით დაიწყო
22/06/2022 10:47:43 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა პარლამენტში ხმაურით დაიწყო.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატის ხატია დეკანოიძის გაღიზინება პრემიერის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც ევროკომისიის რეკომენდაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ევროკომისიის დასკვნაში – პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის შესახებ".
პრემიერთან პოლემიკაში ხატია დეკანოიძესთან ერთად მისი თანაპარტიელი ანა წითლიძეც ჩაერთო.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ენმ–ის წევრი დეპუტატები რამდენჯერმე გააფრთხილა:
"თუ თუ იმისთვის ხართ მოსული, რომ ჩაშალოთ მოხსენება, მივმართავ მადატურებს და დოტოვებთ დარბაზს".
პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, დეპუტატებისთვის "დამამშვიდებელი მიეცათ":
"წამალი არ გაქვთ? მიეცით, დაამშვიდეთ. ექიმს ხომ არ დავუძახოთ?".
ამ დროისთვის დაპირისპირება ამოწურულია და პრემიერი მოხსენებას აგრძელებს.
ცნობისთვის: ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.


