Accentnews.ge
ღარიბაშვილმა უკრაინაში მებრძოლი ქართველები „დაქირავებულ მოხალისეებად“ მოიხსენია

ღარიბაშვილმა უკრაინაში მებრძოლი ქართველები „დაქირავებულ მოხალისეებად“ მოიხსენია

22/06/2022 13:09:46 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინული მხარე ითხოვდა, რომ საქართველოს მთავრობას უკრაინაში გაეშვა მათ მიერ „დაქირავებული მოხალისეები“.

„ჩვენ კარგად გვახსოვს მათი მოთხოვნები… ითხოვდნენ, ჩარტერული რეისებით მთავრობას გაგვეშვა მეომრები, მათი დაქირავებული, ასე ვთქვათ, მოხალისეები… ეს ყველაფერი არის თქვენი ხელწერა, ძვიფრასო ოპონენტებო“, – მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს საპარლამენტო ტრიბუნიდან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საქართველოდან ჯგუფი ცდილობდა გამგზავრებას, თუმცა როგორც მაშინ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ რეისი გააუქმა. ჯგუფი მოგვიანებით სხვა გზით გაემგზავრა.

ომის დაწყების პირველ დღეებში უკრაინაში მიმავალი „ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა წერდა, რომ გააუქმეს რეისი, რომლითაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა ჩასულიყვნენ.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა დაახლოებით, 3 000–ს სცდება. უკრაინაში მათ შორის იბრძოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S