Accentnews.ge
"პოლარიზაციის შემცირების მცდელობაა, როცა პრემიერი კოლეგას მიმართავს, მოდი და გამოექანეო?"

"პოლარიზაციის შემცირების მცდელობაა, როცა პრემიერი კოლეგას მიმართავს, მოდი და გამოექანეო?"

22/06/2022 14:00:41 პოლიტიკა

"პოლარიზაციის შემცირების მცდელობაა, როცა პრემიერი კოლეგას მიმართავს, მოდი და გამოექანეო?", - ასე მიმართა დეპუტატებს პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ.

მან პრემირის მიერ დღევანდელ სხდომაზე გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები შეახსენა კოლეგებს.

„საქართველოს 100 000 მოქალაქე და 4 მილიონიც დღეს პრემიერ-მინისტრისგან ელოდებოდა პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რას გააკეთებს 6 თვის განმავლობაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ მიიღეს“, - განაცხადა კორძაიამ.

პოლარიზაციის აღმოფხვრა ერთ-ერთი პირობაა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, ევროკომისიამ საქართველოს წამოუყენა.

22 ივნისს პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მოღალატეებად გამოაცხადა, სხვებს კი ცინიკური და დამამცირებელი ფრაზებით მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S