Accentnews.ge
ღარიბაშვილი: „რატომ არ ვახსენებ პუტინს? მერე რა? რას მოვუტან მაგით ქვეყანას ან ხალხს?“

ღარიბაშვილი: „რატომ არ ვახსენებ პუტინს? მერე რა? რას მოვუტან მაგით ქვეყანას ან ხალხს?“

22/06/2022 16:53:50 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ რომან გოცირიძეს, რომელმაც კრემლის ლიდერთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, კითხვითვე მიმართა.

„რატომ არ ვახსენებ რუსეთის პრეზიდენტის სახელს - პუტინს? მერე რა? რისი მიღწევა გინდათ? რას მოვუტან მაგით ან ქვეყანას, ან ხალხს? ან თქვენთვის რას მოვიტან? რისი ჩვენება გინდათ? თქვენ რომ ახსენეთ, მაგარი კაცი ხართ?“ - ასე უპასუხა ღარიბაშვილმა გოცირიძეს.

მანამდე ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე არ უპასუხა შეკითხვას, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

კითხვა მას „ბლუმბერგის“ მთავარმა რედაქტორმა ჯონ მიკლტვეიტმა დაუსვა.

„ჩვენ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან კონტაქტი არ გვქონია. პოლიტიკური კონსულტაციები არ ყოფილა. მხოლოდ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები არსებობს. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ“,– უპასუხა ღარიბაშვილმა, რასაც მოჰყვა მიკლტვეიტის რეპლიკა: „ვაფასებთ თქვენს რეალობას და დიპლომატიას, რომ არ პასუხობთ ამ კითხვაზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S