Accentnews.ge
"კონსტიტუციაში ევროპული ინტეგრაციის შესახებ ჩანაწერი არასამთავრობო ორგანიზაციების იდეა იყო, ოპოზიცია მხარს უჭერდა, კობახიძე კი ეწინააღმდეგებოდა!"

"კონსტიტუციაში ევროპული ინტეგრაციის შესახებ ჩანაწერი არასამთავრობო ორგანიზაციების იდეა იყო, ოპოზიცია მხარს უჭერდა, კობახიძე კი ეწინააღმდეგებოდა!"

22/06/2022 18:58:32 პოლიტიკა

ოპოზიციონერ დეპუტატ შალვა შავგულიძის განცხადებით, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნები" დაშლამდე მმართველ გუნდს წარმოადგენდა, კონსტიტუციის 78-ე მუხლში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩანაწერი არასამთავრობო ორგანიზაციების იდეა იყო, ოპოზიცია მხარს უჭერდა, ხოლო ირაკლი კობახიძე ეწინააღმდეგებოდა. ასე უპასუხა დეპუტატმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ 2017 წელს, მმართველი პარტიის ინიციატივით და უშუალოდ ირაკლი კობახიძის ჩართულობით გაჩნდა კონსტიტუციაში ჩანაწერი, რითაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტირი განისაზღვრა.

დეპუტატმა ღარიბაშვილის განცხადებას სიცრუე უწოდა.

„კონსტიტუციის 78-ე მუხლში ჩანაწერი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინიციატივით გაჩნდაო, ჩვენი იყო ეს საკანონმდებლო ინიციატივა და ჩვენ შევიტანეთო, ამ შემთხვევაშიც არასწორს ბრძანებთ! პატივი მქონდა, საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვყოფილიყავი. ეს საკითხი დააყენეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათი ინიციატივა იყო. ირაკლი კობახიძე ძალიან აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. მისი სიტყვები მახსოვს, რომ "ასეთი ჩანაწერების ადგილი არ არის კონსტიტუციაშიო", სტენოგრამა შეგიძლიათ, ამოიღოთ. მხოლოდ ძალიან დიდი ზეწოლის შედეგად მოხდა ამ ჩანაწერის შეტანა, ინიციატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, მხარს ვუჭერდით ოპოზიცია“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S