Accentnews.ge
ელისაშვილი: "ალბათ, დღეს  ყველაზე ბედნიერები იყვნენ პუტინი, ლავროვი, ზახაროვა"

ელისაშვილი: "ალბათ, დღეს ყველაზე ბედნიერები იყვნენ პუტინი, ლავროვი, ზახაროვა"

22/06/2022 19:52:47 პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ არ გვესმის, პარტიორები რას გვეუბნებიან, ხოლო საზოგადოება მზად არის, პოლარიზაცია დაასრულოს და ეს 20 ივნისს გამართულ აქციაზე „შინ ევროპისკენ“ დაამტკიცა კიდეც.

როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ივარაუდა, "დღეს ალბათ, ყველაზე ბედნიერები იყვნენ ლავროვი, პუტინი, მარია ზახაროვა",

„ჩვენი წინაპრები, ათეულობით მილიონი ქართველი რასაც შეეწირა, რომ ვყოფილიყავით დიდი ქრისტიანული და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ამას უარს ვეუბნებით. ვამბობთ, რომ გვირჩევნია ერთმანეთი ვლანძღოთ, ვთათხოთ, ზიზღი ვაფრქვიოთ ერთმანეთის წინააღმდეგ და ამით გაახაროთ არა ჩვენი მეგობრები ევროპაში, არამედ რუსები. ალბათ, დღეს ყველაზე ბედნიერები იყვნენ ლავროვი, პუტინი, მარია ზახაროვა და სხვები, რომ ზუსტად ის ხალხია, არანაირი დასკვნის გამოტანა არ შეუძლია, მარტო ერთმანეთის საჯიჯგნად არიან მაგრებიო. დღეს განმიმტკიცდა ის აზრი, რაც სულ მაქვს, რომ ქართული საზოგადოება 10 ათასი თავით გვჯობია ყველას ერთად აღებულ მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და ყველა პოლიტიკოსს. ქართულ საზოგადოებას ზუსტად ესმის, რას ეუბნებიან ევროპიდან. ქართული საზოგადოება მზად არის, რომ პოლარიზაცია დაასრულოს, დაასრულა კიდეც 20 ივნისს. ათასნაირი ხალხი იქ, ყველა სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერი ან ისეთებიც იყვნენ, დასანახად რომ ვერ გვიტანენ პოლიტიკოსებს და პარტიებს, მაგრამ ყველა გვერდი-გვერდ იდგა“,- განაცხადა ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ–მინისტრი ანგარიშით წარსდგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S