Accentnews.ge
ვაშაძე – ღარიბაშვილს: "სიმართლე არის ის, რომ თქვენ ევროკავშირი არ გინდათ"

ვაშაძე – ღარიბაშვილს: "სიმართლე არის ის, რომ თქვენ ევროკავშირი არ გინდათ"

22/06/2022 20:09:32 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, სადაც პრემიერი სამთავრობო ანგარიშით წარდგა, ევროინტეგრაციის შეფერხების პროცესში მთავრობის თავმჯდომარის როლზე ისაუბრა.

„სიმართლე არის ის, რომ თქვენ ევროკავშირი არ გინდათ. სიმართლე არის ის, რომ ამ თვეების მანძილზე თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ევროკავშირს უარი ეთქვა საქართველოსთვის. სიმართლე არის ის, რომ ესხმოდით თავს ევროპელ პარტნიორებს, იმიტომ, რომ მათ უარი ეთქვათ საქართველოსთვის ევროინტეგრაციაზე. სიმართლე არის ის, რომ მიზანმიმართულად იმ კანონებს იხილავდით ამ პარლამენტში დაჩქარებული წესით. მოსმენის კანონიდან დაწყებული, რომ უარი ეთქვა ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის და ევროპულ პერსპექტივაზე. სიმართლე არის ის, რომ ადამიანებს იჭერდით და აკავებდით იმისათვის, რომ ევროკავშირს უარი ეთქვა საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივაზე. და რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს ყველაფერი გეოგრაფიისთვის დაგებრალებინათ. ბატონო ირაკლი და ყველას მოგმართავთ – „ქართული ოცნების“ წევრებს, თქვენ ეს გეგმა - შეთქმულება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ნაცარში ჩაგივარდათ! ეს შეთქმულება ვერ შესრულდება და ამის გარანტი არის ის ასი ათასი ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შეიკრიბა და ის ასიათოსობით ადამიანი, რომელიც 24 ივნისს გამოვა ქუჩაში და თქვენ გაგცემთ პასუხს",– მიმართა ვაშაძემ და დასძინა, „თქვენ დღეს ხალხს კი არ ელაპარაკებოდით, ევროკავშირს კი არ ელაპარაკებოდით, არამედ - მხოლოდ თქვენს მბრძანებელს, ოლიგარქ ივანიშვილს. იცოდეთ, რომ ქართველ ხალხს დაუსახეს ამოცანად დეოლიგარქიზაცია და ამას აუცილებლად გააკეთებს!".

ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი, სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. გაწერილ პირობებს შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, თავისუფალი მედიაგარემო. პროგრესი წლის ბოლოსთვის შეფასდება.

საქართველოში 23-24 ივნისს ელოდებიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S