Accentnews.ge
ოხანაშვილი – პრეზიდენტის ვეტოზე: "მორიგი ნაბიჯია მღელვარების მუხტის წასახალისებლად"

ოხანაშვილი – პრეზიდენტის ვეტოზე: "მორიგი ნაბიჯია მღელვარების მუხტის წასახალისებლად"

23/06/2022 09:20:36 პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მოსმენების კანონზე ვეტოს დადება დეპოლარიზაციის ნაცვლად, "მღელვარების მუხტის წახალისებას" ემსახურება.

ოხანაშვილის თქმით, ეს კანონი შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს და საქართველოს კონსტიტუციას:

"პრეზიდენტის ეს ნაბიჯი პოლარიზაციის შემცირებას ემსახურება, თუ პირიქით პოლარიზაციის გაზრდას და მღელვარებისთვის მუხტისთვის ხელშეწყობას, ეს საზოგადოებამ განსაჯოს. ეს არის მორიგი ნაბიჯი მღელვარების მუხტის წასახალისებლად. ჩვენ ეს საკითხი დაჩქარებულად არ განგვიხილავს. ეს საკითხი განხილული იქნა პროცედურების სრული დაცვით, დაჩქარების გარეშე, მათ შორის ოპოზიციის ჩართულობით, სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით, სადაც ჩვენ დავუთმეთ დიდი დრო ამ საკითხზე მსჯელობას. ეს კანონი შესაბამება სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს და საქართველოს კონსტიტუციას და საუბარი იმაზე, რომ საუბარი იმაზე, რომ რაიმე ფორმით ხდება უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება და ეს არ არის შესაბამისი ევროპულ მიდგომებთან, ეს არ არის სიმართლე".

იგი ეჭვობს, რომ პარლამენტის წინაშე ზურაბიშვილი "მოტივირებულ შენიშვნებს" ვერ წარადგენს:

"დაველოდებით მოტივირებულ შენიშვნებს, რომლებიც პრეზიდენტმა უნდა წარმოადგინოს და ასევე, პრეზიდენტის წარმომადგენელს მოუწევს ახსნა პარლამენტის წინაშე, რაში მდგომარეობს მათი შენიშვნები. ეჭვი მაქვს, შეძლონ რაიმე არგუმენტის წარმოდგენა. განცხადებაშიც იყო საუბარი, რომ ეს არის პოლიტიკური. ეს პოლიტიკურიც რაში მდგომარეობს და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება რამდენად არის დასაბუთებული, ამასაც სჭირდება ხსნა. ეჭვი მაქვს, ასეთი ახსნა იყოს წარმოდგენილი, რაც გამოიწვევს იმას,რომ ვეტო იქნება დაძლეული".

22 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S