Accentnews.ge
ევროპარლამენტარი: "ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება სტრატეგიული შეცდომაა"

ევროპარლამენტარი: "ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება სტრატეგიული შეცდომაა"

23/06/2022 09:43:48 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრი "ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან" ლარს პატრიკ ბერგი მიიჩნევს, რომ "ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭება სტრატეგიული შეცდომაა".

როგორც "აქცენტს" ევროპარლამენტარმა განუცხადა, "კარის არგაღებით ევროკავშირი თითქმის აიძულებს საქართველოს, გაიხედოს სხვაგან".

"საქართველოს განაცხადზე გულდასაწყვეტი გადაწყვეტილების მიღების პარალელურად, ევროკავშირი, როგორც ჩანს, აჩქარებს უკრაინის განაცხადის განხილვას. მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად თანავუგრძნობ უკრაინას, ბრიუსელის მიერ გამოყენებული კრიტერიუმები როგორც ჩანს, ანიჭებს გაწევრიანებას იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ შეუძლიათ, დაიცვან თავიანთი ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს აქვს ისეთივე კარგი "ქეისი", როგორც ზოგიერთ სახელმწიფოს, რომლებიც ახლახან გახდნენ ევროკავშირის წევრები. პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი. აქვე დავამატებ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ევროსაბჭომ კომისიისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს. განსაკუთრებული ინტერესია ყველაფრის მიმართ, რაც უკრაინას უკავშირდება, სტრატეგიული აზროვნების, გრძელვადიანი დაგეგმვისა და მეგობრებთან პატიოსნების საზიანოდ“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის: 23-24 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მანამდე, 17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკომისიის რეკომენდაცია "ტრიოსთვის". კერძოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს.

ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც 1976 წელს ევროკავშირის საბჭო არ დაეთანხმა ევროკომისიის დასკვნას საბერძნეთისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S