Accentnews.ge
ლატვიის პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილს: „თქვენი ხელმძღვანელობით სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია“

ლატვიის პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილს: „თქვენი ხელმძღვანელობით სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია“

23/06/2022 10:04:38 პოლიტიკა

ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი ეხმიანება ქართველი კოლეგა სალომე ზურაბიშვილის თხოვნას, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და აცხადებს, რომ "ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია".

„ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს. თქვენი ხელმძღვანელობით სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 23-24 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მანამდე, 17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკომისიის რეკომენდაცია "ტრიოსთვის". კერძოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს.

ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც 1976 წელს ევროკავშირის საბჭო არ დაეთანხმა ევროკომისიის დასკვნას საბერძნეთისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S