"ოცნების" წევრი დეპუტატი: "ეჭვი მაქვს არგუმენტები არ არის და შესაბამისად, ვეტოს დაძლევა მოხდება"
23/06/2022 10:09:23 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ "ეჭვი აქვს არგუმენტები არ არის და შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოხდება".
"ჩემთვის ვეტო ცოტა გაუგებარია, თან პრეზიდენტმა გუშინ ახსენა, რომ არა სამართლებრივი, არამედ ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებააო, რაც ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო. [...] ჩვენ ვიმსჯელებთ, რის საფუძველზე დაადო ვეტო, განვიხილავთ არგუმენტებს და ვეტოს საფუძველი რა არის, თუ არის გავიზიარებთ, მაგრამ ეჭვი მაქვს არგუმენტები არ არის და შესაბამისად, ვეტოს დაძლევა მოხდება“, – განაცხადა ზარქუამ.
22 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო.


