Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე - კარლ ბილდტი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა მიზანში მოარტყა, ის არის ჩვეულებრივად კორუმპირებული კაცი

ირაკლი კობახიძე - კარლ ბილდტი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა მიზანში მოარტყა, ის არის ჩვეულებრივად კორუმპირებული კაცი

23/06/2022 10:55:50 პოლიტიკა

კარლ ბილდტი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა მიზანში მოარტყა, ის არის ჩვეულებრივად კორუმპირებული კაცი, ეს არის დადასტურებული დოკუმენტურად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს „დღეს გამოდის და გვმოძღვრავს“.

ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, კარლ ბილდტი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა მიზანში მოარტყა, ის არის ჩვეულებრივად კორუმპირებული კაცი, ეს არის დადასტურებული დოკუმენტურად.

„ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია, რომელიც იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული წლების განმავლობაში. „ნაცმოძრაობა“ როცა ამყარებდა აქ სისხლიან რეჟიმს და აუპატიურებდა ადამიანებს, მაშინ ფულის სანაცვლოდ კარლ ბილდტი ფულის სანაცვლოდ ლობირებდა „ნაცმოძრაობის“ სისხლიან რეჟიმს. კარლ ბილდტი არის ყოფილი პოლიტიკოსი, რომელიც არის ერთი ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა და ეს მიზანი მოხვდა ზუსტად კარლ ბილდტს. კორუმპირებული ხალხი არის საშიში და კარლ ბილდტიც იყო საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, ის პირდაპირ ლობირებდა სისხლიან რეჟიმს. ფულის სანაცვლოდ. კორუმპირებული კაცი როცა სამარცხვინო რაღაცებს წერს, მას უნდა გაეცეს პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.

შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს Twitter-ზე ეხმაურება.

“ეს ტიპი – საქართველოს პრემიერ მინისტრზე ვსაუბრობ – გამოუსწორებელია. პარლამენტში სიტყვით გამოსვლიასას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოსთვის მილიონების მოპარვაში ცხადყოფს, რომ ის რელსებიდან გადავიდა. ის არის ტრაგედია ძალიან კარგი ქვეყნისთვის”, – წერს ბილდტი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას კარლ ბილდტი საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ბიუჯეტიდან მოსყიდულ ლობისტებს შორის დაასახელა.

“კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს. გადაეცით ახლა ეს დღესვე. ახლავე დაიწყეთ წერა. გადაეცით“, – მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S