Accentnews.ge
პრემიერი:"საქართველო იმსახურებდა მეტს"

პრემიერი:"საქართველო იმსახურებდა მეტს"

23/06/2022 13:30:33 პოლიტიკა

წეროვანში, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საკითხზე ისაუბრა.

„ერთ-ერთი, ასევ ვთქვათ, გამოკვეთილი არგუმენტი ჩვენი ქვეყნის, საქარველოს, რის გამოც ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და იყო უსამართლო, არის სწორედ, ის ფაქტები, რომლებიც მე ჩამოვთვალე: ჩვენი გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა, ჩვენი ომი. ჩვენ 3-ჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღადგინა დამოუკიდებლობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი წარმატებას უსურვებს მოლდოვასა და უკრაინას:

„რა თქმა უნდა, მე არავის წარმატება არ მშურს, პირიქით, მიხარია უკრაინელების წარმატება, მოლდაველების და ყველასი, მაგრამ საქართველო იმსახურებდა მეტს. თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ. ჩვენ ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ და გავაგრძელოთ წინსვლა“.

ცნობისთვის: 23-24 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მანამდე, 17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკომისიის რეკომენდაცია "ტრიოსთვის". კერძოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს.

ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც 1976 წელს ევროკავშირის საბჭო არ დაეთანხმა ევროკომისიის დასკვნას საბერძნეთისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S