Accentnews.ge
"ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მეტი პროგრესი განიცადეს სტატუსის მისაღებად, საქართველო კი ერთი ნაბიჯით უკანაა"

"ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მეტი პროგრესი განიცადეს სტატუსის მისაღებად, საქართველო კი ერთი ნაბიჯით უკანაა"

23/06/2022 14:33:27 პოლიტიკა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ნიდერლანდები ევროკომისიის დასკვნას ეთანხმება და ფიქრობს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოზე მეტი გააკეთეს.

"ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს. დარწმუნებული ვარ ევროპულ საბჭოს წევრებთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივებზე შევთანხმდებით. სამივე ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, განსაკუთრებით საქართველოს. საქართველოს ევროპული მომავალი და პერსპექტივა ნათელია. ნიდერლანდები აქტიურად თანამშრომლობს და დაეხმარება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში. ჩვენ ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მეტი პროგრესი განიცადეს სტატუსის მისაღებად და ისიც, რომ საქართველო ერთი ნაბიჯით უკანაა. საქართველოს პოტენციური კანდიდატის სტატუსი აქვს. ქართველი ხალხი დღეს დაინახავს, რომ ამ ქვეყანას ნათელი ევროპული მომავალი აქვს. თუმცა ამასთან ქართველებს ვეტყვი, რომ ცოტა მეტი მოინდომონ", – აცხადებს რუტე.

ცნობისთვის: 23-24 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მანამდე, 17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკომისიის რეკომენდაცია "ტრიოსთვის". კერძოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს.

ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც 1976 წელს ევროკავშირის საბჭო არ დაეთანხმა ევროკომისიის დასკვნას საბერძნეთისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S