
ილვესმა ღარიბაშვილს „სავოკი“ უწოდა
23/06/2022 15:10:08 პოლიტიკა
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვლს აკრიტიკებს და „სავოკს“ უწოდებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი სრულად გასაბჭოვდა. ნამდვილი „სავოკი“. საერთოდ, რატომ უნდა დაიჭიროს ევროკავშრიმა მასთან საქმე?“ – წერს ილვესი სოციალურ ქსელში.
„სავოკი“ აღნიშნავს ადამიანს საბჭოთა კავშირიდან, ასევე – ადამიანს, რომელიც საბჭოთა კავშირის იდეოლოგიასა და მისწრაფებებს იზიარებს.