Accentnews.ge
ლატვიის პრემიერი – სტატუსზე: "კარი ღიაა, ვიმედოვნებთ საქართველოს მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს"

ლატვიის პრემიერი – სტატუსზე: "კარი ღიაა, ვიმედოვნებთ საქართველოს მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს"

24/06/2022 09:00:02 პოლიტიკა

ლატვიის პრემიერი არტურს კრიშიანის კარინში აცხადებს, რომ იმედოვნებს, საქართველოს მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს სტატუსის მისანიჭებლად.

"საქართველოს მთავრობას აქვს ყველა შესაძლებლობა, გადადგას ნაბიჯები და გაატაროს საჭირო რეფორმები, რაც ისედაც ძალიან კარგად იციან, რადგან მუდმივი კომუნიკაცია იყო მთავრობასა და კომისიას შორის. ლატვიისთვის ევროკავშირში გაწევრიანებამდე ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეფორმების გატარება და გაუმჯობესდა მმართველობა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენი ცხოვრების სტანდარტი დღემდე სულ უფრო და უფრო უმჯობესდება. ამიტომ, რეფორმები მნიშვნელოვანია. ევროპის მხრიდან კარი ღიაა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს", – აცხადებს ლატვიის პრემიერი.

ცნობისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S