Accentnews.ge
"საქართველო ამ ჯგუფის ლიდერი იყო, სირცხვილია, რაც ხდება"

"საქართველო ამ ჯგუფის ლიდერი იყო, სირცხვილია, რაც ხდება"

24/06/2022 09:07:44 პოლიტიკა

ამერიკული კვლევითი ცენტრის "The Heritage Foundation" ანალიტიკოსი ლუკ კოფი ეხმიანება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ საქართველო იმ "ტრიოს" ლიდერი იყო, რომლის კანდიდატობის სტატუსიც საბჭომ გუშინ განიხილა.

კოფი საქართველოს შესახებ ამბობს, რომ სირცხვილია რაც ახლა ხდება.

„საქართველო ამ ჯგუფის ლიდერი იყო. სირცხვილია, რაც ხდება“, - წერს ლუკ კოფი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S