Accentnews.ge
"ვიმედოვნებ, 6 თვეში საქართველოს კანდიდატობასაც ვიზეიმებთ"

"ვიმედოვნებ, 6 თვეში საქართველოს კანდიდატობასაც ვიზეიმებთ"

24/06/2022 09:18:54 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახლა ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა.

იგი იმედოვნებს, რომ 6 თვეში კანდიდატობას საქართველოც იზეიმებს.

„უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროპაა. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსი მიანიჭოს, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გარდაქმნის ჩვენს კონტინენტს და აღასრულებს ისტორიულ სამართლიანობას სამი ერის ნებასთან მიმართებით. გილოცავთ! წინ გრძელი გზაა. მოდი, შესაძლებელი გავხადოთ. ვიმედოვნებ, 6 თვეში, ასევე, საქართველოს კანდიდატობასაც ვიზეიმებთ. ამისათვის, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს ვალდებულებების შესრულება. ევროკავშირის ინსტრუქციები ნათელია. ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა", – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S